მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ვეტერინარული კლინიკა "ჯიდიემჯი" ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციისთვის დააჯარიმეს | სეს

ვეტერინარული კლინიკა

ბათუმში, ვეტერინარული კლინიკა "ჯიდიემჯი" ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციისთვის დააჯარიმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ვეტერინარულ კლინიკაში შპს ,,ჯიდიემჯი" (ს/ნ 445555685, ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N 16ა) ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნულია პრესრელიზში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები