მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კაფე-ბარ "ქენთ სთოფს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა – რა დარღვევები გამოავლინა სეს-მა?

კაფე ბათუმში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში მდებარე კაფე-ბარ "ქენთ სთოფს" საწარმოო პროცესი შეუჩერა და ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დააჯარიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის კუთვნილ ობიექტზე (მისამართი: ფარნავაზ მეფის N49) არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს.

შემოწმების შედეგად კაფე-ბარში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, კერძოდ: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ხარვეზების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი ზომები მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები