მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოაჩინა თუ არა კავშირი კაკაურიძემ მთავრობის გადაწყვეტილებებსა და ლარის მერყეობას შორის?

5d9f47febfa46
ელენე გოგბერაშვილი
10.10.19 19:00
1107
„ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოხსენებას უსმენდნენ, სხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად კითხვა ლარის კურსის თემაზეც დაისვა.

დეპუტატ გიგა ბოკერიასა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შორის კითხვა-პასუხი ასე წარიმართა:

გიგა ბოკერია: ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე მიზეზი ხელისუფლების მოქმედებებში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, გადასახადების ზრდაში და ა.შ რომელიც ნაწილობრივ მაინც მიზეზი იყოს ლარის კურსის მერყეობის?

გიორგი კაკაურიძე: მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, არ ჰქონია გავლენა იმ კურსის ფორმირებაზე, რაც დღეს გვაქვს.

გიგა ბოკერია: არცერთს?

გიორგი კაკაურიძე: არცერთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები