მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AgriFuture Georgia 2026 - „ნიადაგმა“ თბილისში საერთაშორისო აგროფორუმი გამართა

საქმიანი კვირის მიწურულს თბილისმა წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აგრო-მოვლენას, AgriFuture Georgia 2026-ს უმასპინძლა. ფორუმის ორგანიზატორი კომპანია „ნიადაგია“, რომელმაც ქართველი ფერმერები, ინვესტორები და მსოფლიო აგრო-ტექ ლიდერები ერთ სივრცეში შეკრიბა. ამ მასშტაბური შეხვედრის მთავარი მიზანი არა მხოლოდ ქართული აგრო-პროდუქციის მსოფლიოს საუკეთესო დახლებზე მოხვედრა, არამედ ქვეყანაში გლობალური ცოდნის იმპორტი და ფერმერებისთვის უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიური ინფორმაციის გაზიარება იყო. „ნიადაგი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც აგროსექტორში ჩართულ ადამიანებს ამ მიზნის მიღწევაში სრულ ციკლში ეხმარება -იდეიდან და პირველი ბიზნესგეგმიდან დაწყებული, ექსპორტზე გატანილი კონტეინერით დასრულებული. რა შედეგებით დასრულდა ღონისძიება და როგორია საერთაშორისო გამოხმაურება?

სტუმარი: ნიკოლოზ დიდებაშვილი - „ნიადაგი ჯგუფი“, დამფუძნებელი;

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები