მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევა ახალი პირობებით - როგორია ფერმერების დაინტერესება?

BM.GE
23.05.22 16:36
503
საკუთარ მოსავალს ფერმერების მხოლოდ 3% აზღვევს - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის თანხის დიდ ნაწილს ასუბსიდირებს. აგროდაზღვევა წელს განახლებული პირობებით ამოქმედდა. 5-დან 10 ჰა-მდე გაიზარდა იმ მიწის ნაკვეთების ფართობი, რაც ერთ ბენეფიციარზე დაზღვევას ექვემდებარება. მარცვლეული კულტურების შემთხვევაში სახელმწიფო არაუმეტეს 50 ჰა-ს დაზღვევის თანამონაწილეობაში შედის, როცა აქამდე ზედა ზღვარი 30 ჰა იყო. აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით, ფერმერს საზაღვევო პოლისის მხოლოდ 30%-ის დაფარვა უწევს, გამონაკლისი მხოლოდ ვაზის კულტურაა, სადაც სახელმწიფო პოლისისი მხოლოდ ნახევარს ფარავს. ზარალის შეფასების ნაწილშიც გვაქვს ცვლილება - ვიდეოგადაღება - ეს იმ შემთხვევაში თუ ფერმერი არ დაეთანხმება ზარალის ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხას, ის შეძლებს დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართოს.

სტუმარი ნატალია ხარატიშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები