მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსახლი „ქორენა" 100%-იანი დატვირთვით მუშაობს - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ ობიექტს ყველაზე მეტად?

ქორენა

სასტუმრო „ქორენა“ აპრილიდან მოყოლებული დღემდე 100%-იანი დატვირთვით მუშაობს. იმერეთის რეგიონში მოქმედ აგროსახლზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმრების მხრიდან არსებულ მოთხოვნასა და ობიექტის დატვირთვაზე "ქალების ნარატივში" „ქორენას“ დამფუძნებელმა, მაიკო კეზევაძემ ისაუბრა.

„ძალიან დატვირთული სეზონი გვაქვს. სასტუმროს 100%-იანი დატვირთულობა აპრილიდან რომ დაიწყო დღემდე დატვირთულია. ერთდროულად 18 ადამიანის მიღება შეგვიძლია, თუმცა როცას სტუმრებს ვერ ვიტევთ, იქვე მეგობრის სასტუმროში ვანაწილებთ“, - აღნიშნა მაიკო კეზევაძემ.

„ქორენაში“ განთავსების ღირებულება ერთ ადამიანზე 100 ლარს შეადგენს, რომელიც ორჯერად კვებას და უფასო კულინარიის მასტერკლასს მოიცავს. სასტუმროს დაჯავშნა, რა თქმა უნდა, კვების გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა სასტუმროს მფლობელის თქმით, ჯერ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ.

„რაც შეეხება შეთავაზებებს, ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს , რომ აქ მარტო ღამის გასათევი ადგილი არ იყოს, სტუმრები თავს უნდა გრძნობდნენ ისე, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენი სავიზიტო ბარათი, კი კულინარიის მასტერკლასი“, - აღნიშნავს მაიკო კეზევაძე.

„ქორენას“ სტუმრების 80% საერთაშორისო ვიზიტორები არიან, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. ესენია: ჩეხეთი პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.

შეგახსენებთ, აგროსახლი „ქორენა“ ქუთაისიდან 7 კილომეტრში, ისტორიულ სოფელ გელათში მდებარეობს, რომელმაც ოპერირება 15 წლის წინ დაიწყო. აგროსახლში ამჟამად 14 ადგილობრივია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები