მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსექტორში ინვესტირება, ვაჭრობის გაღრმავება - რაზე ისაუბრა ოთარ შამუგიამ საუდის არაბეთის დელეგაციასთან შეხვედრისას?

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
04.10.24 13:14
394

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, რასაც გაფართოების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესახებ და საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, კაკლოვანი კულტურების, წვენების, ბოსტნეულის წვენების და მოცვის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები