მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროსფერომ“ აგრარული უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიები დაუნიშნა ®

62eb952ede409
BM.GE
04.08.22 13:44
494
კომპანიამ „აგროსფერო“, რომელიც წლებია წამყვანი კომპანიაა საქართველოს აგროსექტორში, აგრარული უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა.

კერძოდ, „აგროსფერომ“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გააფორმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი აგრარულ უნივერსიტეტთან, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრონომიის, მექანიზაციისა და მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტებიდან სამი საუკეთესო სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტი არჩევს საუკეთესო სტუდენტებს, რომელთა GPA არ უნდა იყოს 3,5–ზე ნაკლები და სამი საუკეთესო სტუდენტი ხდება „აგროსფეროს“ სტიპენდიატი.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სტიპენდიატების გამოვლენა ყოველწლიურად მოხდება და საუკეთესო სტუდენტები როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე შეირჩევიან.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, „აგროსფეროში“ დღეისათვის აგრარული უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გადის პრაქტიკას. ისინი ადგილზე ეცნობიან სამუშაო პროცესს და საჭირო პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ. კერძოდ, სტედუნეტები ეცნობიან სერვისცენტრებს, კომპანიის სადემონსტრაციო ნაკვეთებს, კომუნიკაცია აქვთ „აგროსფეროს“ მომხმარებლებთან, რათა თვითონ გაეცნონ ფერმერების პრობლემებს და ისწავლონ როგორ ეხმარებიან მათ კომპანიის სპეციალისტები.

„ჩვენთვის, როგორც აგრობიზნესში მოღვაწე ლიდერი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაცია. ძალიან მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია მაღალპროფესიონალი კადრები აგრარულ სფეროში, განათლება კი პროფესიონალად ჩამოყალიბების ჯაჭვში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ამიტომ საზოგადოდ წარმოვადგინეთ ჩვენი ინიციატივა „აგროსფერო - თანამედროვე აგრო-განათლებისთვის“, რის ფარგლებშიც აგრარულ უნივერსიტეტში დავაარსეთ ყოველწლიური სტიპენდია, სხვადასხვა მიმართულებისა და კურსის სტუდენტებისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.

„აგროსფეროს“ სტიპენდიატები აღნიშნავენ, რომ მათთვის ძლიერი სტიმულია ასეთი პროექტი და მით უმეტეს კერძო უნივერსიტეტში, სადაც მანამდე არავის დაუნიშნავს სტუდენტებისთვის სტიპენტიები. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი სწორედ მაღალკვალიფიციურ აგრონომებად, მეღვინე–მევენახეებად და მექანიზატორებად ჩამოყალიბებაა, ვინაიდან აგრარული სექტორის განვითარება პროფესიონალი კადრების გარეშე შეუძლებელია. დღეს კი ასეთი კადრების მწვავე დეფიციტს უჩივიან ფერმერები საქართველოში.

„აგროსფერო“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და დღესდღეობით არის უმსხვილესი ორგანიზაცია ამ მიმართულებით.

„აგროსფეროს“ სერვის ცენტრებში წარმოდგენილია ფერმერისთვის საჭირო პროდუქციის სრული სპექტრი, დათესვიდან - მოსავლის აღებამდე. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სათესლე მასალას, ფერმერისთვის საჭირო სამუშაო იარაღებს, სასათბურე პროდუქციას, ვენახის ბოძებსა და სრულ აღჭურვილობას, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს, ღვინის საწარმოო პროდუქციას და ა.შ. ამ მიმართულებებით  „აგროსფერო“ საქართველოში წარმოადგენს 30-მდე საერთაშორისო ბრენდს, როგორებიცაა BAYER, YARA, CLAAS, SAATBAU, DEKALB, NUNHEMS, IQV, ARYSTA, AGLUKON, PELLENC, IRRITEC, PESSL INSTRUMENTS, FELCO, FREUND, MANTIS ULV, PALL, SEGUIN MOREAU, LANDINI, LEMKEN, AMAZONE, BRAUN, SANSONE, POSVIMAN და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები