მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროსფეროს“ საერთაშორისო ჯილდო – წლის ლიდერი 2022 გადაეცა

63cf8a808eef9
BM.GE
24.01.23 11:37
594
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა „აგროსფეროს“ ქართულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს შორის წლის ლიდერის სტატუსი მიანიჭა. Leader of the year – საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც კომპანიებს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლის რეიტინგზე დაყრდნობით გადაეცემათ.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების სტატისტიკის მიხედვით, „აგროსფერო“ რამდენიმე მიმართულებით ლიდერობს, მათ შორის, გაყიდვების, თანამშრომელთა ანაზღაურებისა და თანამშრომელთა რაოდენობის კატეგორიებში.

„შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია უდიდესი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით იკვლევს და რეიტინგებს ღრმა ანალიზის საფუძველზე ადგენს. სწორედ ამიტომ, მისგან წლის ლიდერის ჯილდოს მიღება კომპანიებისთვის ძალიან დიდი წარმატებაა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია „აგროსფეროს“ Leader of the year-ის სტატუსს ანიჭებს. გვახარებს ის, რომ სფეროში მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას წლების განმავლობაში ვახერხებთ. მეტიც, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გავზარდოთ ჩვენი გუნდიც და მომსახურების ხარისხიც“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

„აგროსფერო“ თანამედროვე და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში. ის ფერმერებს აგროტექნიკით, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოებით, სარწყავი და საფილტრაციო სისტემებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით, სათესლე მასალებით, სასუქებითა და მეურნეობისთვის საჭირო სხვა პროდუქციით უზრუნველყოფს. კომპანია პარტნიორებს უწვეს აგრო-კონსულტაციასაც. „აგროსფერო“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და დღეს მისი გუნდი გამოცდილ კონსულტანტებს, აგრონომებსა და გაყიდვების სპეციალისტებს აერთიანებს.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები