მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აღსავსე ვარ სიამაყით, რომ ჩვენი ამდენწლიანი შრომა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით დაგვირგვინდა“ - გიორგი რამიშვილი

63fce5818b63c
ალა ისპირიანი
27.02.23 21:30
1601
"აღსავსე ვარ სიამაყით და ბედნიერებით,რომ ჩვენი ამდენწლიანი შრომა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით დაგვირგვინდა", - ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის თქმით, ბევრი წელია მათი მიზანი ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იყო.

"ჩვენ ბაკურიანში, კოხტა გორაზე გავიზარდეთ და ამდენი წლის მერე მსოფლიო ჩემპიონატს ვაკეთებთ, ეს ჩვენი ოცნება იყო. 20 წელია ჩვენ გენერალური სპონსორები ვართ სამთო-სათხილამურო სპორტის და ჩვენი ძალისხმევა, ხედვა და ამ ხედვისკენ მიზანსწრაფვა ამან გამოიწვია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მოხდა ბაკურიანში.

აღსავსე ვარ სიამაყით და ბედნიერებით, რომ ჩვენი ამდენწლიანი შრომა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით დაგვირგვინდა.

დიდი რამე მოხდა საქართველოსთვის და ეს მაგარი შანსია“, - თქვა მან.

შეგახსენებთ რომ, 2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი დაწყებულია. ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ღონისძიება 18 თებერვალს იყო. შეჯიბრებაში მონაწილეობას 700-ზე მეტი სპორტსმენი იღებს და მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია. საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი „ბაკურიანი 2023“ 5 მარტამდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები