მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სს
08.08.24 00:34
152

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

"2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში", - წერს საქართველოს პარლამენტი.

ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები