მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

2026 წლის 8 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ჯამში 15 მლნ ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული. ივლისთან შედარებით აგვისტოში გადაზიდული ნავთობის მოცულობა მილიონი ტონით არის შემცირებული და 2 მლნ-ს შეადგენს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ბაქო-სუფსის მილსადენი კვლავ გაჩერებული იყო.

აღსანიშნავია, რომ ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ოპერატორობა BP-მ Socar-ს გადასცა. ამით BP-მ დაასრულა საქართველოზე გამავალი ორი მილსადენის ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორობა.

დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები