ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 24%-ით გაიზარდა.
"ყაზტრანსოილის" მონაცემებით, 2026 წლის პირველ 9 თვეში „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით ნავთობის გადატვირთვამ 1 მილიონ 164 ათას ტონას მიაღწია.
კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობა აქთაუს საზღვაო პორტიდან ტანკერებში ჩასხმული ნავთობის ნაწილია. სულ 9 თვის განმავლობაში აქთაუს პორტში „ყაზტრანსოილის“ სიმძლავრეების გამოყენებით 2 მლნ 608 ათასი ტონა ნავთობი ჩაისხა, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა. ამ მოცულობიდან თითქმის ნახევარი სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე გადამისამართდა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახური ნავთობის ნაწილის ტრანსპორტირება "ბათუმის ნავთობტერმინალის" გავლით მოხდა. საზღვაო გზით 1.417 მლნ ტონა ნავთობი, ნავთობპროდუქტები და გაზის მიწოდება მოხდა, რაც 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლის ტოლია.
























