მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთმა მსოფლიოს გლობალური ნავთობის კრიზისი ფარულად აარიდა" - The Atlantic

ნავთობი

გავლენიანი ამერიკული ანალიტიკური გამოცემის, The Atlantic-ის თანახმად, ჩინეთმა მსოფლიო გლობალური სანავთობო კრიზისისაგან ფარულად იხსნა.

როგორც მედია წერს, აირანის კონფლიქტის ესკალაციამ და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის $150-დან $200-მდე გაზრდის საფრთხე შექმნა. თუმცა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ნედლი ნავთობის იმპორტი თითქმის განახევრა და ამით გლობალურ ბაზარზე ნავთობის მოთხოვნა დღეში 5 მილიონი ბარელით შეამცირა.

მედიის შეფასებით, პეკინის ამ მასშტაბურმა ნაბიჯმა სხვა ქვეყნებს დეფიციტური რესურსის შესყიდვის შესაძლებლობა მისცა და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის $100-ის ფარგლებში დასტაბილურება შესაძლებელი გახადა.

სიცხადისთვის, ჩინეთმა კრიზისის გამწვავებისაგან გლობალური ბაზრების გადასარჩენად იმდენივე რაოდენობის ნავთობზე თქვა უარი, რასაც მთელი ინდოეთი ყოველდღიურად მოიხმარს. საკონსულტაციო კომპანია Commodity Context-ის ანალიტიკოს რორი ჯონსტონის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ომამდე ჩინეთი ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი იყო და ევროპის კონტინენტზე მეტ საწვავს ყიდულობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები