მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. 2026 წლის აგვისტოში ადგილობრივი მოხმარება 3.6%-ით შემცირდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. მოხმარება შემცირდა როგორც საცალო სეგმენტში (-3.5% წ/წ), ისე პირდაპირ მომხმარებლებსა (-4% წ/წ) და აფხაზეთის რეგიონში (-3% წ/წ). 5 აგვისტოს ორსაათიანი სისტემური გათიშვის გავლენა თვის ჯამურ მოხმარებაზე უმნიშვნელო იყო.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, აგვისტოს მოხმარების კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. Galt & Taggart-ის შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 8 თვეში კი მოხმარება გაიზრდებოდა წლიურად 4.4%-ით, ნაცვლად 2.7%-ისა. შესაბამისად, მოხმარების დინამიკა ნაწილობრივ ასახავს მომხმარებლების მიერ საკუთარი გენერაციით მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები