მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში რესტორნებში რეზიდენტების საშუალო დანახარჯი ₾32, ხოლო არარეზიდენტების ₾111 იყო - TBC Capital

rest

რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად მზარდია. 2025 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 43 ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ TBC Capital-ის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის კვლევაშია საუბარი.

ანგარიშის თანახმად, აგვისტოში რესტორნებში შესრულებული უნაღდო გადახდების 63% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, 37% კი - არარეზიდენტებზე.

ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 23%-ით გაიზარდა რესტორნებში რეზიდენტთა უნაღდო დანახარჯები და საშუალოდ 32 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში კი რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ასევე გაიზარდა წლიურად 44%-ით, საშუალო დანახარჯი კი 111 ლარს გაუტოლდა, დაახლოებით 3-ჯერ მეტს, ვიდრე რეზიდენტთა დანახარჯებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები