რუსული ნავთობის, Urals-ის საშუალო ფასმა აგვისტოში, სანქციების ფარგლებში დაწესებულ ჭერს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, - წერს RBC რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
სამინისტრო ირწმუნება, რომ აგვისტოში, Urals-ის საშუალო ფასი 1 ბარელზე 74 დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც G7-ის, ევროკავშირის, შვეიცარიისა და ავსტრალიის მიერ დაწესებული ფასის ზედა ჭერი ბარელზე 60 დოლარია. ასევე 2022 წელის აგვისტოში რუსული ნავთობის საშუალო ფასი 74,73 დოლარი იყო.
ბოლო 9 თვის ჯამური მონაცემებით, Urals -ის საშუალო ფასი კი, მხოლოდ 56.58 დოლარი იყო, რაც ნაკლებია დაწესებულ სანქციაზე და ასევე მკვეთრად ჩამორჩება 2022 წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულ საშუალო ფასს - $82.13.
Argus Media-ს მონაცემებით, Urals -ის მარკის ნავთობის ფასმა დაწესებულ ჭერს ივლისის შუა რიცხვებიდან გადააჭარბა. 13 ივლისს 1 ბარელი Urals -ის მარკის ნავთობი 60.78 დოლარი ღირდა, 21 აგვისტოს კი, 70.58 დოლარი.