მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა

ნავთობტანკერები

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ორშაბათს სრუტე მხოლოდ ოთხმა სატვირთო გემმა გადაკვეთა, მაშინ როდესაც წინა დღეს ეს მაჩვენებელი ათს შეადგენდა.

არსებული ინფორმაციით, სრუტიდან ორი მშრალი ტვირთის გადამზიდი ხომალდი გამოვიდა, ხოლო ორი ნავთობტანკერი - შევიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატისტიკაში არ შედიან ის გემები, რომლებიც უსაფრთხოების რისკების გამო საიდენტიფიკაციო სისტემებს თიშავენ და გადაადგილებას ფარულად ახორციელებენ.

ამას გარდა, გემების მოძრაობის კლება დაფიქსირდა ბაბ-ელ-მანდების სრუტეშიც, სადაც Kpler-ის მონაცემებით, ტრანზიტი 28-დან 21 ერთეულამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ირანის ომის დაწყებამდე, ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად საშუალოდ 125 მსხვილი კომერციული ხომალდი გადიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები