მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შესაძლო აღდგენის მოლოდინის ფონზე, ნავთობი გაიაფებას განაგრძობს. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1.5%-ით შემცირდა და ბარელზე $86.7 შეადგინა, რაც ზედიზედ მეოთხე დღეა კლების ტენდენციაზე მიუთითებს. საერთო კორექცია უკვე 7.5%-ს აღწევს.

პარალელურად, ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 1.4%-ით გაიაფდა და ბარელზე $81.1-ს გაუტოლდა.

ბაზარზე ფასების კლება ირანსა და კატარს შორის დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურებას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, კატარის პრემიერ-მინისტრი თეირანში ჩადის, რათა თითქმის ექვსთვიანი სამხედრო დაპირისპირების დასასრულებლად მოლაპარაკებები განაახლოს.

პარალელურად, ირანის მაღალჩინოსნების ცნობით, თეირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეზე ერთობლივი კონტროლისა და სავაჭრო გზების უსაფრთხოების შეთანხმების დეტალებს ათანხმებენ. აშშ-ის მიერ ირანზე საჰაერო დარტყმების დროებით შეჩერებამ და ეკონომიკურ სანქციებზე ფოკუსირებამ კი ინვესტორებს შორის გააჩინა მოლოდინი, რომ სამხედრო კონფლიქტი აღარ განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები