ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური მცდელობების გააქტიურებამ და საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტის ნაწილობრივმა აღდგენამ დღეს გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტთან დაკავშირებული შიშები შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების 3%-იანი კლება გამოიწვია.
დღევანდელ სესიაზე ბარელი Brent-ის ფასი 101 დოლარამდე დაეცა, ხოლო WTI-ის ფასი 97 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთ კვირაში უკვე 4.5%-იან კორექციას წარმოადგენს. შედარებისთვის, გასულ კვირას Brent-ის ფასი 110 დოლარს აღწევდა.
რაც შეეხება მიწოდების დინამიკას, ფასებზე დამატებითი ზეწოლა საუდის არაბეთის მიერ ექსპორტის გაზრდამ მოახდინა. მიუხედავად აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის შეფერხებისა, Kpler-ის წინასწარი მონაცემებით, რიადმა ჰორმუზის სრუტის გავლით ექსპორტი სექტემბერში დღეში 4 მილიონ ბარელზე მეტამდე გაზარდა, რაც მოსალოდნელზე თითქმის 2-ჯერ მეტია.
რაც მთავარია, მიმდინარე კვირას, ნიუ-იორკში გაეროს სამიტი იმართება, სადაც აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის დაწყება არის მოსალოდნელი.























