აგვისტოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი სრულად აღდგა. ამის TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომელიც 2022 წლის აგვისტოს ტურიზმის მაჩვენებლებს ეხება. რაც შეეხება სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსულ მოგზაურებს, აქ აღდგენის მაჩვენებელი 61%-ს შეადგენს.
საბაჟო გამშვები პუნქტებიდან "ყაზბეგი" [რუსეთთან საზღვარი] ლიდერობს. აგვისტოში საქართველოს მეზობელი ქვეყნების წილი ვიზიტორებში 64%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 72% იყო. აგვისტოს მონაცემებით, თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა. მაშინ როცა რუსეთისა და სომხეთის მაჩვენებელმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. TBC Capital-ი აზერბაიჯანიდან ვიზიტორების მცირე რაოდენობას სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას უკავშირებს. 2022 წლის აგვისტოში აღდგნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისრალიდან იყო. რაც შეეხება ევროკავშირს, აგვისტოში აღდგენის მაჩვენებელი დაახლოებით 60% იყო.
ჯამში აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტებში ყველაზე დიდი წილი 29% რუსეთს უკავია. შემდეგ 19%-ით სომხეთი მოდის, ხოლო მესამე ადგილს 14%-ით თურქეთი იკავებს. აზერბაიჯანის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის აგვისტოში 21% იყო.
ევროკავშირის ქვეყნებისა და ბრიტანეთის წილი აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორებში 6%-ს შეადგენდა, ახლო აღმოავლეთის ქვეყნების წილი კი 8% იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, აგვისტოში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე, საუდის არაბეთსა და ევროკავშირის ქვყნებზე მოდის. 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით მიმდინარე წელს შემოსავლები 27%-ით გაიზარდა და 413 მლნ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურების 912 041 ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 742 247 იყო.




























