მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

61556190cf449
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.21 11:00
525
საქსტატმა დღეს 2021 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა.

2021 წლის 8 თვეში კი ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა. 

აგვისტოში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 9.3 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.2%-ით მეტია.

"2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები