საქსტატმა 2024 წლის აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $641 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $148 მილიონი დოლარით, ანუ 30%-ით მეტია.
ექსპორტის ზრდის პარალელურად, 5%-ით ($67 მილიონით) შემცირდა იმპორტი, რამაც აგვისტოში 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 4.2 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 2.4%), ხოლო იმპორტმა 10.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა აგვისტოში ექსპორტის მატება.