აგვისტოში სომხეთში სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-მდე გაიზარდა და გადააჭარბა მთავრობის 2025 წლის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს. ივლისის თვესთან შედარებით ფასები 0.2%-ით გაიზარდა. იანვრის თვიდან კი კუმულატიურმა ინფლაციამ 3.2%-ს მიაღწია. ეს კი მიუთითებს, რომ სომხეთში საცხოვრებელი ფასები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მუდმივად იზრდება.
ცენტრალური ბანკის, ასევე მსოფლიო ბანკისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზით, 2025 წლის ბოლომდე ინფლაცია 3-3.5%-მდე შენარჩუნდება, ვითარება კი 2027 წლისთვის მეტად დასტაბილურდება. ინფლაციის ნავარაუდევზე მეტად ზრდა, გლობალურად გაზრდილ ფასებთან და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.




























