მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში TOP 10 გაძვირებული და გაიაფებული საქონელი

ინფლაცია

აგვისტოში, საქართველოში 0.1% დეფლაცია დაფიქსირდა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, საიდანაც 92 სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდანაა. შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი ინფლაციის გამოთვლაში სურსათის ფასებს უკავია.

ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება აგვისტოში:

  1. კიტრი 65.6%;
  2. კივი - 59.6%;
  3. ნიორი - 45.5%;
  4. თვითმფრინავით მგზავრობა - 31%;
  5. ჭარხალი - 25%;
  6. მანდარინი - 23.4%;
  7. ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 22.6;
  8. ბადრიჯანი - 22.2%;
  9. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 21.8%;
  10. მღებავის მომსახურება - 20.4%.

ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება აგვისტოში :

  1. მწვანილი - 42.7
  2. კომბოსტო - 44.1%;
  3. ინტერნეტის გადასახდელი - 39.9%-ით;
  4. საზამთრო - 33%;
  5. ანტიბიოტიკები - 25.6;
  6. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 23%;
  7. ტელევიზორი - 22.2%
  8. წიწიბურა - 21.5%;
  9. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 20.1%;
  10. ელექტროყავადანი - 19.7%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები