მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა - რომელ უბანშია მ²-ის ფასი ყველაზე მაღალი?

თბილისი

აგვისტოში, თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 5%-ით შემცირდა და დედაქალაქში სულ 3 133 ბინა გაიყიდა.

თიბისი კაპიტალის მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გაყიდული ბინების მიხედვით უბნების რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ დიდი დიღომი იკავებს, რომელზეც გაყიდვების 21% მოდის, მეორე ადგილზე კი 15%-იანი წილით საბურთალოა.

„ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ სამგორსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა. უკანასკნელში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში ლიდერი რაიონი საბურთალოა, რომელსაც მეორე ადგილზე დიდი დიღომი მოსდევს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, 2024 წლის აგვისტოში მ²-ის საშუალო ფასი ვაკესა და მთაწმინდის რაიონში $2000-ზე მცირედით ნაკლებია. თიბისი კაპიტალის მიხედვით, საგრძნობლად გაზრდილია ახალი ბინების ფასი კრწანისში, დიდ დიღომსა და ნაძალადებში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, მნიშვნელოვანი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები