მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-აგენტი, რომელიც ყველაფერს თავისით აკეთებს? – რას გვთავაზობს Perplexity

perplexity

AI-სტარტაპმა, Perplexity-მ რევოლუციური პროექტი – Perplexity Personal Computer (PPC) წარადგინა, რომელიც ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ავტონომიურ AI-აგენტს წარმოადგენს.

ეს სისტემა ფიზიკურად Apple Mac mini-ს გამოთვლით სიმძლავრეებს ეყრდნობა, თუმცა მომხმარებლისთვის ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოწყობილობიდან, როგორც ვირტუალური პერსონალური ასისტენტი-კომპიუტერი.

რა განასხვავებს PPC-ს ჩვეულებრივი ჩატბოტისგან? – ნაცვლად იმისა, რომ მან უბრალოდ კითხვებს უპასუხოს, PPC-ს შეუძლია დამოუკიდებლად მართოს აპლიკაციები, შეასრულოს რთული სამუშაო ოპერაციები და იმოქმედოს როგორც სრულფასოვანმა ციფრულმა აგენტმა ან თანამშრომელმა.

ამ სისტემის მთავარი უპირატესობა Mac-ის ეკოსისტემასთან მისი სრული ინტეგრაციაა. Perplexity იყენებს Mac mini-ს M-სერიის ნეირონულ ძრავას, რათა მონაცემთა სწრაფი დამუშავება და რეალურ დროში რეაგირება შეძლოს.

გამოყენების პროცესი მარტივია: მომხმარებელი PPC-ს აძლევს დავალებას მარტივი ენით, მაგალითად:, „მოამზადე კვარტალური ანგარიში წარმოდგენილი ფაილების საფუძველზე და გაუგზავნე ის გუდის წევრებს”. დავალების მიღების შემდეგ, AI-აგენტი ხსნის პროგრამებს, აგროვებს მონაცემებს, ამზადებს ანგარიშს და ასრულებს მითითებულ ქმედებებს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Perplexity-ს ეს სერვისი პირდაპირ კონკურენციაში შედის Anthropic-ის Claude-თან და OpenClaw-სთან, რომელთაც მსგავსი შესაძლებლობები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები