მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ის არგამოყენების გამო, კომპანიის დირექტორმა თანამშრომლების 80% გაათავისუფლა

ignite

კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის, IgniteTech-ის გენერალურმა დირექტორმა, ერიკ ვონმა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო თავისი რადიკალური გადაწყვეტილების გამო, რომლის ფარგლებშიც მან კომპანიის თანამშრომლების თითქმის 80% სამსახურიდან გაათავისუფლა.

ვონის განმარტებით, ორი წლის წინ, მასობრივი დათხოვნის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ პერსონალმა უარი თქვა ხელოვნური ინტელექტის საკმარისად სწრაფად ათვისებასა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მის დანერგვაზე.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თანამედროვე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად AI-ს გამოყენება არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა, რასაც გუნდის დიდი ნაწილი სათანადო სერიოზულობით არ მიუდგა.

ამ სკანდალური გადაწყვეტილებიდან ორი წლის შემდეგ, ერიკ ვონი აცხადებს, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ის ისევ იმავეს გააკეთებდა და არ ნანობს გადადგმულ ნაბიჯს. მისი მტკიცებით, კომპანია, რომელიც ახლა გაცილებით მცირე, მაგრამ AI-ზე ორიენტირებული გუნდით ოპერირებს, ბევრად უფრო ეფექტური და პროდუქტიულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები