Apple-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში Mac mini-ს საბაზისო მოდელი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის და მას "დროებით მიუწვდომელის" სტატუსი აქვს მინიჭებული.
საუბარია კომპლექტაციაზე, რომელიც M4 ჩიპით, 256GB მეხსიერებითა და 16GB ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი შიდა მეხსიერების მქონე მოდელები, ისევე როგორც M4 Pro ჩიპზე მომუშავე ვერსიები, კვლავ გაყიდვაშია, თუმცა დეფიციტი უკვე 32GB-იან და უფრო მძლავრ მოდელებსაც შეეხო.
ამ მოწყობილობაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა მისი გამოყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების ლოკალურად გასაშვებად დაიწყეს და Mac mini დიდი რაოდენობით შეისყიდეს.
არსებული ინფორმაციით, Apple-ი Mac mini-ს M5 და M5 Pro ჩიპებზე მომუშავე ვერსიების გამოშვებას 2026 წლისთვის გეგმავს. მიუხედავად ამისა, მეხსიერების ბაზარზე არსებული კრიზისისა და მაღალი ფასების გათვალისწინებით, მოდელების განახლება შესაძლოა წლის ბოლომდე გადავადდეს. ამ ეტაპზე კომპანია ცდილობს მიწოდების ჯაჭვის სტაბილიზაციას, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნა მაღალი წარმადობის მქონე კომპიუტერებზე.
შეგახსენებთ, რომ Mac mini კომპანიის ყველაზე კომპაქტური პერსონალური კომპიუტერია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს როგორც რიგით მომხმარებლებში, ისე პროფესიონალებში.




























