მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ის გამო, Snapchat-მა თანამშრომლების 16% გაათავისუფლა

Snapchat

სოციალური ქსელის, Snapchat-ის მფლობელი კომპანია Snap-ი 1 000 თანამშრომლის დათხოვნის შესახებ აცხადებს, რაც სრული შტატის დაახლოებით 16%-ს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტექნოლოგიურ სექტორში არსებულ იმ ზოგად ტენდენციას ეხმიანება, რომელიც ოპერაციების ოპტიმიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ხარჯზე გუნდების შემცირებას გულისხმობს.

კომპანიის განმარტებით, სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად, გაუქმდა 300-ზე მეტი ვაკანსიაც, რაც ბოლო პერიოდში აქტივისტი ინვესტორის, Irenic Capital Management-ის მხრიდან ხარჯების შემცირებისა და პორტფელის ოპტიმიზაციის მოთხოვნას მოჰყვა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ევან შპიგელის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება რუტინული პროცესების ავტომატიზაციას უწყობს ხელს, რაც მცირე ზომის გუნდებით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.

ამჟამად Snap-ის ახალი კოდის 65%-ზე მეტს სწორედ ხელოვნური ინტელექტი ქმნის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანების ვიწროპროფილურ გუნდებზე გადანაწილების საშუალებას იძლევა. მოსალოდნელია, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, კომპანია 2026 წლის მეორე ნახევრიდან წლიური ხარჯების $500 მილიონით შემცირებას შეძლებს, თუმცა რეორგანიზაციის პროცესი მეორე კვარტალში $95 მილიონიდან $130 მილიონამდე დამატებით დანახარჯებს მოითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები