მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით $20 მლნ-ის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

სითი მოლი

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, ჯამურად დაგეგმილი 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო[სითი მოლი საბურთალო აერთიანებს სითი მოლ ქავთარაძესა და სითი მოლ ვაჟა-ფშაველას.], სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მესამე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად „გალტ & თაგარტის“ დახმარებით განხორციელდა. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ კორპორატიული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა.

2022 წლის განმავლობაში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები ორი ემისიით გამოუშვა და სრულად განათავსა. ტრანზაქცია კომპანიამ საკმაოდ რთულ, პოსტ-პანდემიურ პერიოდში განახორციელა, რეგიონული თუ გლობალური ინფლაციური და საპროცენტო განაკვეთების გამოწვევების ფონზე. ამ პერიოდში, ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც აშშ დოლარის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა და ორივე გარიგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ადგილობრივი ბაზრისთვის საფასე ნიშნული დაადგინა, რაც დღემდე შენარჩუნებულია.

ახალი, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, მიუხედავად აშშ დოლარში გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებისა, წინა ემისიის მსგავსად, 8.50%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2025 წლის 28 დეკემბერს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესება აჭარბებდა გამოშვებულ მოცულობას 10%-მდე იმის მიუხედავად, რომ ერთ ტრანშად 20 მილიონი აშშ დოლარის ემისია ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილ გარიგებას წარმოადგენს. შედეგად ობლიგაციები შეძენილი აქვთ 125-მდე ქართველ და უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „კომპანია „გალტ & თაგარტთის“ დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მესამედ უშვებს აშშ დოლარის საკმაოდ მოცულობით ობლიგაციებს. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. ამჯერად, ახალი 45 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ უკვე სრულად და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციები. ფასიანი ქაღლდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. „აი ჯი დეველოფმენტისათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტიონერებსა და ინვესტორებს.“

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ობლიგაციების განთავსების ექსკლუზიური პარტნიორია და აღნიშნული უკვე მესამე ერთობლივი გარიგებაა. 2022 წელს „გალტ & თაგარტმა“ „აი ჯი დეველოფმენტთან“ ერთად საქართველოს კაპიტალის ბაზარს შესთავაზა უპრეცედენტო პროდუქტი ობლიგაციების პროგრამის სახით, რომელიც დღემდე პოპულარული და მოქნილი დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს ემიტენტებს. ვიმედოვნებთ, მომავალში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, ინოვაციური გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ.“