ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის პრეზიდენტმა, ბრედ სმითმა ხელოვნური ინტელექტის გლობალური რეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა. სმითის თქმით, დღესდღეობით სარეცხი მანქანები და სურსათი, მათ შორის რძე, AI-ზე ბევრად უფრო მკაცრად რეგულირდება. მ
მისივე განცხადებით, კომპანიებს საკუთარი მოდელების გაკონტროლების მიზნით საგანგებო მექანიზმების დანერგვა უნდა დაევალოთ. პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, დეველოპერებმა დაზარალებულებს სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ და ახალი პროდუქტების შეფასების პროცესში დამოუკიდებელი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
რაც შეეხება გლობალური სტანდარტების შემუშავებას, Microsoft-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ლიდერობის საუკეთესო პოზიცია დიდ ბრიტანეთს უჭირავს. ამ მიმართულებით ბრიტანეთის მთავარი უპირატესობა უსაფრთხოების ინსტიტუტია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მმართველობის პერიოდში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ სმითის ხედვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას ეწინააღმდეგება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ AI-ინდუსტრია არ უნდა დარეგულირდეს და სტარტაპებმა შეზღუდვები თავად უნდა დაუწესონ თავიანთ მოდელებს.
























