მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად Microsoft-მა ესპანეთში 2.1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, ტექნოლოგიური გიგანტი ქვეყანაში AI-ცენტრს მოაწყობს, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებად მძლავრი კომპიუტერები და გამომთვლელი მანქანები განთავსდება.
გარდა ამისა, კომპანიას დამატებით ასამდე თანამშრომლის დასაქმება აქვს განზრახული ქვეყნის მასშტაბით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის უმსხვილესი კომპანიაა. სწორედ მის მფლობელობაშია $80-მილიარდიანი სტარტაპი OpenAI, რომელმაც გასული წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლე - ChatGPT შექმნა.