მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს საფონდო ბირჟებზე? – TECH INFORM

ai
სტატიაში საუბარია:

მიმდინარე წელი საფონდო ბირჟებისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარება ნამდვილად არ ქმნის ინვესტორების ხელსაყრელ გარემოებას. შეიძლებოდა 2023 წელი საინვესტიციო კუთხით სრულ ჩავარდნად ჩათვლილიყო, რომ არა ერთი რევოლუციური ტექნოლოგია - ხელოვნური ინტელექტი.

წლის დასაწყისში ბაზარზე ChatGPT-ის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შეიძლება ითქვას, კაცობრიობამ მიმდინარე ათწლეულის მთავარი ინოვაცია საკუთარი თვალით იხილა და მისი უკიდეგანო შესაძლებლობებიც შეიგრძნო.

ცხადია, AI-ს პოტენციალი ინვესტორებსაც არ გამორჩენიათ, წელს საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული საუკეთესო შედეგების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ხელოვნურ ინტელექტს და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს უკავშირდება.

AI ბუმით ყველაზე დიდი სარგებელი Nvidia-მ მიიღო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მორგებულ პროცესორებს აწარმოებს. კომპანიის აქციების ღირებულება ერთ წელიწადში თითქმის 300%-ით გაიზარდა და Nvidia-ს კაპიტალიზაციამ $1.12 ტრილიონს მიაღწია.

AI-ს წყალობით შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდათ ChatGPT-ისა და Bard-ის შემოქმედებსაც - Microsoft-ის კაპიტალიზაცია 38%-ითაა გაზრდილი და მისი შეფასება 2 ტრილიონ 430 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება Google-ს, მისი მისი კაპიტალიზაცია წელს $1.74 ტრილიონამდე გაიზარდა, რაც 37%-იანი მატების მაჩვენებელია.

ანალოგიურ ვითარებას ვხედავთ ტექნოლოგიურ სექტორში წარმოდგენილ სხვა კომპანიებთან მიმართებითაც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთწლიან პერიოდში S&P 500 ინდექსის 18%-იანი ზრდა პირდაპირაა განპირობებული ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენით. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები