მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI ტექნოლოგია ამ საუკუნის უდიდესი გამოგონებაა - Apple-ის CEO

Apple Inteligence
BM. GE
19.08.25 08:35
403

ინვესტორებთან შეხვედრისას Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგია თანამედროვე კაცობრიობის და ალბათ, საუკუნის უმნიშვნელოვანესი გამოგონებაა. მეტიც, მისი თქმით, რთულია იმის წარმოდგენა, შეძლებს თუ არა ადამიანთა მოდგმა AI-ზე ღირებული რამის შექმნას.

მართალია, ამ კუთხით კომპანია კონკურენტებს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა ტიმ კუკი დებს პირობას, რომ Apple-ი ახლო მომავალში ხელოვნურ ინტელექტს თავის მოწყობილობებსა თუ პლატფორმებზე მაქსიმალურად დანერგავს. ის თვლის, რომ AI ტექნოლოგია არა უბრალოდ დამატებითი ფუნქცია, არამედ კომპანიის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

როგორც ინვესტორებთან შეხვედრისას Apple-ის ხელმძღვანელმა თქვა, კომპანია AI-ში მეტ ინვესტიციას განახორციელებს და მისი განვითარებისთვის დამატებით ადამიანურ რესურსს ჩადებს. პრიორიტეტი Apple-ის მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის მეტი ინტეგრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

ტიმ კუკი კომპანიის მიმართ გაჩენილ კრიტიკასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, Apple-ის მიზანია, იყოს არა პირველი, არამედ საუკეთესო, ამიტომ ბაზრისთვის მოუმზადებელი პროდუქტის შეთავაზების მაგივრად, უმჯობესია, ისეთი პროდუქტი შეიქმნას, როგორიც Apple-ს შეეფერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები