მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აიცრებიან თუ არა საქართველოში 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდები? - გაბუნიას პასუხი

6135e50ac6ec8
ინგა მურუსიძე
06.09.21 14:15
559
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ დარგის წარმომადგენლები დამატებით არგუმენტებს ელოდებიან.

გაბუნიას განმარტებით, მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და გაანალიზება.

„12 წლის ზემოთ ასაკის მოზარდების ვაქცინაცია არის ძალიან სერიოზული საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტები მსჯელობენ. მუდმივად ხდება რეკომენდაციების შეჯერება, რაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის. ბრიტანეთის გამოცდილებით 12-16 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკის ადამიანს აქვს თანმხლები დაავადება, რის გამოც, შეიძლება კოვიდის შემთხვევაში სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. ზოგიერთ ქვეყანაში, ამ ასაკის მოზარდებს სრულად ცრიან. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომ ამ საკითხზე პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ საკითხზე საბოლოო პოზიცია სავარაუდოდ, მალე ჩამოყალიბდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები