საქართველოში, ბათუმში პირველ All Inclusive კურორტის მშენებლობას კომპანია European Village ახორციელებს. Wyndham Grand Residences Batumi Gonio-ს პროექტს, ქართულ კომპანიასთან ერთად, სექტორის მსოფლიო ლიდერი Wyndham Hotels & Resorts და მსოფლიოში წამყვანი სასტუმრო ოპერატორი Aimbridge Hospitality ხელმძღვანელობენ.
როგორც European Village-ის გენერალური დირექტორი, არჩილ ფარტენაძე აღნიშნავს, გლობალურ კომპანიასთან თანამშრომლობამ პროექტიდან მაქსიმალური საინვესტიციო შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გააჩინა. ამის შესახებ მან BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
"European Village ჰოლდინგური კომპანიაა, რომელში შემავალი 4 კომპანიაც სხვადასხვა ლოკაციაზე, გონიოში, სასტუმრო ტიპის აპარტამენტებსა და ვილებს აშენებsს - ზოგი მშენებლობის პროცესშია, ზოგიც უკვე დასრულებულია.
Aimbridge-თან ჩვენმა თანამშრომლობამ ჩვენი კომპანიისთვის შექმნა ის საფუძველი და ის მოდელი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ჩადებული ინევსტიციიდან მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო ეიმბრიიჯის დიდ გუნდს ნდობისთვის, მათი გამოცდილების გაზიარებისთვის და მინდა წარმატება ვუსურვო", - განაცხადა არჩილ ფარტენაძემ.
Wyndham Grand Residences Batumi Gonio შავი ზღვისპირეთში რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს. მათ შორისაა: Wyndham Grand Residences Aqua Batumi Gonio; Wyndham Grand Residences Family Club Batumi Gonio; Wyndham Grand Residences Riviera Batumi Gonio.
აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია, პროექტის დასრულების თარიღად კი მიმდინარე წელი მოიაზრება. სასტუმროთა კომპლექსი საქართველოში Luxury მიმართულებას ავითარებს და პრემიუმ სეგმენტს All Inclusive და Ultra All Inclusive სერვისებს შესთავაზებს.
კომპანია Aimbridge-მა სასტუმროთა ქსელთან პირველი შეთანხმება, ტექნიკური სერვისების მიმართულებით, ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა, რის შემდეგაც საკუთარი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა, რაც რეგიონში კომპანიას ფესვების გადგმის საშუალებას აძლევს.




























