სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Air Arabia თბილისის მიმართულებით დამატებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, 30 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შარჯასა და თბილისს შორის 31 დამატებითი რეგულარული ფრენა შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Air Arabia-ს აღნიშნული მიმართულებით გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 29 ნოემბერს მიენიჭა.