ყაზახური ავიაკომპანია Air Astana მაისიდან საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის, - ამის შესახებ კომპანიის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, ავიაკომპანია 16 მარტიდან თბილისიდან ალმათიში 4 რეისს ოთხშაბათობით, პარასკევობით, შაბათობითა და კვირაობით შეასრულებს. ხოლო მაისიდან ფრენის სიხშირე კვირაში 6 რეისამდე გაიზრდება და ორშაბათი და სამშაბათი დაემატება. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით კი ალმათი-თბილისის რეისი ყოველდღიურად შესრულება.
ივნისიდან ასევე იგეგმება თბილისი-ასტანა და ბათუმი-ალმათის მიმართულებით ფრენების განახლება. თბილისიდან ასტანის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულება, ასტანიდან თბილისის მიმართულებით კი სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. რაც შეეხება ბათუმიდან ფრენების განახლებას, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტიდან ალმათიში რეისები ხუთშაბათისა და კვირის გარდა ყოველდღე შესრულდება. ფრენები ავიალაინერით Airbus 320/321-ით შესრულდება.
ავიაკომპანია Air Astana მგზავრებს თბილისიდან ალმათის გავლით მგზავრობას ტაშკენტში, ბიშკეკში, დელიში, პეკინში, დუშანბეში, ბანგკოკში, ფხუკეთში, მალდივებსა და სეულში სთავაზობს.
BM.GE-მ ყაზახური ავიაკომპანიის მიერ ფრენების სიხშირეების ზრდის შესახებ ინფორმაციისთვის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.