მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Cairo თბილისიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს - "პეგას ტურისტიკ ჯორჯია"

შარმ ელ-შეიხი

ავიაკომპანია Air Cairo თბილისი-შარმ ელ-შეიხი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს. ამის შესახებ bm.ge-ს ტუროპერატორი კომპანიის "პეგასტ ტურისტიკ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განუცხადა.

"პეგას ტურისტიკ ჯორჯია" საქართველოში სწორედ ეგვიპტისა და თურქეთის ტურების შემომტანია.

"სამ მარტს თბილისიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით რეისები ოფიციალურად აღდგება. სიტუაცია ეტაპობრივად წყნარდება, შესაბამისად, ფრენების ოფიციალური განახლების თარიღი სამი მარტი იქნება" - აღნიშნავს სალომე ბერაია.

ინფორმაციისთვის: Air Cairo-მ საქართველოდან ეგვიპტის კურორტის, შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ბოლო ჩარტერული რეისი 29 ოქტომბერს შეასრულა, რის შემდეგაც ფრენები დროებით გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ფრენების შეწყვეტის მიზეზი ისრაელში არსებული საომარი ვითარება გახდა, რომელსაც ეგვიპტის კურორტთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტე ისრაელსა და ღაზასთან საზღვარს იზიარებს, ომმა მომხმარებელში შიში გააჩინა და მათ ჯავშნების აქტიური გაუქმება დაიწყეს. შესაბამისად, დაბალი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანია იძულებული გახდა ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიეღო.

Air Cairo თბილისიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს კვირაში ერთხელ, კვირა დღეს ასრულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები