მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air Canada-ს თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ - რას ითხოვენ ბორტგამყოლები?

ბორტგამცილებლები
BM. GE
18.08.25 10:37
206

კანადის წამყვანი ავიაკომპანიის, Air Canada-ს ბორტგამყოლები, მთავრობის მიერ დანიშნული შუამავლის დადგენილების მიუხედავად, გაფიცვას აგრძელებენ. მათ კანადის ინდუსტრიული ურთიერთობების ბორდის მოთხოვნაზე, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყვნენ პოზიციებზე, უარი განაცხადეს.

სიცხადისთვის, Air Canada-ს 10,000-მდე ბორტგამყოლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. საქმე ის არის, რომ ისინი ხელფასს მხოლოდ თვითმფრინავის ჰაერში ყოფნის საათებისთვის იღებენ. კომპანია კი აუნაზღაურებელს ტოვებს იმ ფრენის წინანდელ და ფრენის შემდგომ პერიოდს, როცა ბორტგამყოლები ამზადებენ კაბინას, ამოწმებენ უსაფრთხოებისა თუ მომსახურების საკითხებს, ავსებენ საჭირო დოკუმენტებს და ა.შ. აქვე უნდა ითქვას, რომ Air Canada ბორტგამყოლები ფულს აღნიშნულ საქმეში არასდროს უხდიდა.

მიმდინარე მოლაპარაკებებში დასაქმებულთა პოზიციებს მშრომელთა გაერთიანება CUPE წარმოადგენს. მათსა და Air Canada-ს მენეჯმენტს შორის კი მომლაპარაკებლად კარნის მთავრობას ინდუსტრიული ურთიერთობის ბორდი CIRB-ი ჰყავს დანიშნული. ბორტგამყოლებისთვის პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული ბორდის თავმჯდომარე წლების განმავლობაში თავად Air Canada-ს მაღალი თანამდებობის პირი იყო.

CUPE-ში მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ დანიშნული შუამავალი, რომლის წარმომადგენელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახლო კავშირი აქვს, ვერ იქნება ნეიტრალური და მიუკერძოებელი მომლაპარაკებელი. ამიტომ გაფიცული თანამშრომლები შეხვედრას პირდაპირ Air Canada-ს მენეჯმენტთან ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვის გაგრძელებით იმუქრებიან.

ცნობისთვის, ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი ფრენაა გაჩერებული. 100,000-ზე მეტი მგზავრი კი ფრენების აღდგენას ელოდება. მთავრობას იმედი აქვს, რომ პროცესი დღეს, ორშაბათ საღამოს განახლდება, თუმცა Air Canada-ს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები