მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

კანადის ცენტრალური ბანკი

კანადის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და ის 2.5%-ზე დააფიქსირა. ბანკის ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ანალიტიკოსების მოლოდინებს, რაც დაჩქარებულ ინფლაციას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის პროგნოზი ბანკმა 2027 წლისთვის აქამდე ნავარაუდევი 2.0%-დან 3.1%-მდე გაზარდა. ბანკის მმართველის, ტიფ მაკლემის განცხადებით, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური მდგრადობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, ინფლაციის დაჩქარების მთავარი მიზეზი გაძვირებული ენერგორესურსებია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გასული თვის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ 3.2%-ს მიაღწია, რაც ბანკის 1-3%-იან მიზნობრივ დიაპაზონს სცდება. ეს ზრდა თითქმის სრულად ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების გაძვირებული ხარჯებითაა გამოწვეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები