მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air India-ს ავიაკატასტროფის ფონზე, Boeing-ის აქციები მკვეთრად დაეცა

air india

დღეს Air India-ს საკუთრებაში არსებული 787-ის ჩამოვარდნის ფონზე, საფონდო ბირჟაზე Boeing-ის აქციების შეფასება მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით შემცირდა და ის ამჟამად დაახლოებით $160 მილიარდს შეადგენს.

Air India-ს თვითმფრინავი - Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც 242 მგზავრით ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და შენობას დაეცა, რომელიც ექიმების საერთო საცხოვრებელია.

787 Dreamliner-ი კომპანიის ერთ-ერთი ახალი და მოთხოვნადი მოდელია, რომლის ჩამოვარდნა Boeing-ის შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენ გამოწვევასთან მოუწია კომპანიას გამკლავება ბოლო წლების განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები