მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა - Reuters

Air India

დღეს, Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც 242 მგზავრით ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ჩამოვარდა. როგორც Reuters ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი.

თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და შენობას დაეცა, რომელიც ექიმების საერთო საცხოვრებელია.

პოლიციის ცნობით, 100-ზე მეტი ცხედარი, რომელთა უმეტესობა ძლიერ დამწვარი იყო, აუტოფსიისთვის ადგილობრივ სამთავრობო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გავწმინდეთ ტერიტორიის თითქმის 70%-დან 80%-მდე და დანარჩენსაც მალე გავწმენდთ“, - განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

ინდოეთის ტელეარხმა CNN News-18-მა განაცხადა, რომ თვითმფრინავი სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის სასადილო ზონას დაეცა, რასაც სამედიცინო სტუდენტის სიცოცხლეც შეეწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები