მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

12

თურქეთის დასავლეთ ნაწილში საწვრთნელი ფრენის დროს ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ეკიპაჟის ხუთი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, AS-532 Cougar-ის ტიპის საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო ძალების მთავარი საავიაციო ბაზიდან - ესქიშეჰირიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

"ჩვენი საჰაერო ძალების კუთვნილი AS-532 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ესქიშეჰირიდან საწვრთნელი მიზნით აფრინდა, ჩამოვარდა. ვერტმფრენის ნამსხვრევები უკვე ნაპოვნია და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოგვიანებით უწყებამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფას ეკიპაჟის ხუთივე წევრი ემსხვერპლა.

AP-ს ინფორმაციით, ეს ბოლო ორ კვირაში თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარი უკვე მეორე ავიაკატასტროფაა. 12 ნოემბერს ქვეყნის სამხრეთით, მალათის პროვინციასთან Sikorsky S-70-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ეკიპაჟის ოთხი წევრი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები