მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აირ ჯორჯიამ“ $50 მლნ ინვესტიციით 2 თვითფრინავი შეიძინა - როდიდან და სად იფრენს ავიაკომპანია?

5f8ec9cd8f070
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.20 10:23
4038
ქართულმა ავიაკომოპანია „აირ ჯორჯიამ“, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გასული წლის აგვისტოში დარეგისტრირდა, 50 მლნ დოლარის ღირებულების 2 Airbus A320-ს ჩამოიყვანს. BM.GE კომპანიის საქმიანობისა და გეგმების გასარკვევად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელ გიორგი კოდუას დაუკავშირდა.

მისი ინფორმაციით, პროექტი ქართულთან ერთად უცხოური ინვესტიციით ხორციელდება და ფინანსური რესურსი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან შემოდის.

„ავიაკომპანიის მიერ პირველი ორი ეარბასის შემოყვანისთვის 40-50 მლნ დოლარი იხარჯება, თუმცა ეს პროექტი 3 ფაზად იყოფა და სამივე ფაზის საინვესტიციო ღირებულება 100-150 მლნ დოლარამდე იქნება“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი კოდუამ.

კითხვაზე -  როდიდან დაიწყებს „აირ ჯორჯია“ ოპერირებას და რა მიმართულბებს აითვისებს, გიორგი კოდუამ უპასუხა, რომ ფრენები, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვრიდან დაიწყება.

„პროცედურა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან 2-3 თვიანია და ვვარაუდობ, რომ ოპერირებას დეკემბერ - იანვრიდან დავიწყებთ. თუ ეს ასე იქნება, ვაპირებ პირველი ჩარტერები შევასრულოთ შრი ლანკაზე, გოაზე, შარმ ელ შეიხში ანუ ტურისტულ მიმართულებებზე", - განაცხადა გიორგი კოდუამ და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შექმნილი სტრესული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ტურისტულ რეისებზე მოთხოვნის მოლოდინი აქვს.

„აირ ჯორჯიას“ მფლობელის თქმით, თბილისიდან ჩარტერები შემდეგი მიმართულებებით შესრულდება: ანტალია, შარმ ელ შეიხი, ყაზახეთი. "კიდევ გვაქვს განვითარების პროექტი, რასაც მოგვიანებით გაგაცნობთ“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი კოდუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები