მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Moldova საქართველო-მოლდოვას შორის ფრენის სიხშირეს ზრდის

6412f537cf630
BM.GE
16.03.23 15:15
1011
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova ზრდის ფრენების ინტენსივობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამატებს კიშინეუ - ბათუმი - კიშინეუს რეგულარულ მიმართულებას.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. დღეისათვის, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს. რაც შეეხება ახალ მიმართულებას, კიშინეუ - ბათუმი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება 26 მარტიდან 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.

ავიაკომპანია Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები