მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ზე თბილისსა და ბათუმში ჯავშნები შემცირდა - Galt & Taggart

ბათუმი

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისსა და ბათუმში განთავსებაზე მოთხოვნამ იკლო. კერძოდ, პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 3.1%-ით შემცირდა და 120.7 ათასი შეადგინა. შედარებით მკვეთრი, 30.2%-იანი ვარდნაა ბათუმის შემთხვევაში და პირველ კვარტალში 42.9 ათასი ჯავშანი განთავსდა.

მოთხოვნასთან ერთად შემცირდა ფასებიც. ერთი ღამით განთავსების ღირებულება Airbnb-ზე არსებულ სასტუმროში თბილისში საშუალოდ $54-ია, რაც წლიურად 6%-ით შემცირებული ფასია, ხოლო ბათუმში 14%-ით ნაკლები - $37.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმდა, ქვეყანაში მზარდია განთავსების საშუალებების რაოდენობა და დატვირთულობა. სასტუმროების რაოდენობა წლიურად 0.3%-ით, 1 188 ერთეულამდე, ხოლო ნომრების რაოდენობა 1.6%-ით, 35 875-მდე გაიზარდა. სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი თბილისსა (36.5%) და აჭარაშია (30.4%) კონცენტრირებული. რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, ბათუმსა და თბილისში პანდემიამდელ დონეზე 2023 წლის ბოლო კვარტალში აღდგა, ძირითადად ნოემბერ-დეკემბერში.