მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ზე თბილისში 161.8 ათასი ღამე დაჯავშნეს - Galt&Taggart-ი მეორე კვარტლის შედეგებზე

ოთახი

Airbnb-ზე გაქირავებები საქართველოში ზრდას აჩვენებს. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში.

როგორც მიმოხილვაში წერია, 2024 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ თბილისში Airbnb-ზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. ჯამში მეორე კვარტლის განმავლობაში, თბილისში 161.8 ათასი ღამე დაჯავშნეს, ბათუმში კი 80.6 ათასი. ბათუმის შემთხვევაში ზრდა 4.8% იყო.

როგორც Galt&Taggart-ი წერს, გაიზარდა Airbnb-ზე ბინის დაქირავების ფასებიც. კვარტალურად ზრდა თბილისში 1.4% იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში კი 0.9%. ამასთან, თბილისში საშუალო დღიური დაქირავების ფასმა 56 დოლარი შეადგინა, ბათუმში კი 45 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები