მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbus-ის ტიპის სამაშველო ვერტმფრენს საქართველო დაახლოებით 6 თვეში მიიღებს

სასაზღვრო ვერტმფრენი

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ Airbus-ის ტიპის სამაშველო ვერტმფრენს საქართველო დაახლოებით 6 თვეში მიიღებს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა ინტერპელაციის წესით შოვის სტიქიაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სულ შესყიდულია სამი სამაშველო ვერტმფრენი.

„შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სამაშველო და სამძებრო ოპერაციები. პირველი ვერტმფრენი 6 თვეში უნდა მოგვაწოდონ“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ  აღნიშნული ვერტმფრენების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა შოვში მათი ღამით გამოყენება.

„როგორი თანამედროვე ვერტმფრენი არ უნდა გვყოლოდა, ღამის რეჟიმში ფრენა ამ რელიეფის პირობებში იქნებოდა უსაფრთხო, იმ ვერტმფრენის პირობებში, როგორსაც ველოდებით.  ხეობაში და მსგავს ადგილებში ღამე, მთა-გორიანზე ვერტმფრენით ფრენა არ შეიძლება, რაც არ უნდა ღამის ფრენის მოწყობილობა გქონდეს მას.

რომ გაგვერისკა, აფრენილიყო ვერტმფრენი, ბავშვები ჩაგვესვა და ჩამოვარდნილიყო, ხომ გვეტყოდით რატომ გარისკეთო? ჩვენ არ გავრისკეთ ამ ბავშვების სიცოცხლე“, - თქვა გომელაურმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები